საფრანგეთში, მაღალი რისკის 16 ქვეყნიდან ჩასულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ

საფრანგეთში 16 ქვეყნიდან ჩასულ მოქალაქეებს, სადაც კორონავირუსის მნიშვნელოვანი გავრცელება გრძელდება, ტესტს ადგილზე ჩაუტარებენ, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტესტირებას გაივლიან საფრანგეთის მოქალაქეები ან აღნიშნული ქვეყნებიდან მომავალი პირები, რომლებსაც საფრანგეთში ცხოვრების უფლება აქვთ. მაღალი რისკის ქვეყნებად ითვლება: აშშ, ბრაზილია, ალჟირი, ბაჰრეინი, ისრაელი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ქუვეითი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პანამა, პერუ, სერბეთი, თურქეთი და მადაგასკარი.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს