გიორგი ვაშაძე - დიდუბე-ჩუღურეთში უპარტიო კანდიდატზე ვფიქრობთ, საბურთალოზე თაკო ჩარკვიანს დავუჭერ მხარს

„დიდუბე-ჩუღურეთში, უპარტიო კანდიდატზე ვფიქრობთ“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ლელომ“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა, გამოუცხადებს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია მხარდაჭერას, გიორგი ვაშაძემ განაცხადა,რომ სავარაუდოდ, საბურთალოს ოლქში რამდენიმე კანდიდატი იქნება.

„ვფიქრობ, საბურთალოს ოლქში, სავარაუდოდ, დავტოვებთ ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს, რომ ვცადოთ სხვა ტიპის კონკურენცია საარჩევნო თვალსაზრისით. 6 ოლქი შეთანხმებულია, გვყავს საერთო კანდიდატი, დარჩენილია დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც ვფიქრობთ, უპარტიო კანდიდატზე. კანდიდატზე, რომელიც არცერთ პარტიას არ წარმოადგენს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ტიპის არჩევანის შესაძლებლობა მივცეთ მოქალაქეებს “,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, თუ ვის ექნება მისი მხარდაჭრა საბურთალოს ოლქში, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის მხარს, თაკო ჩარკვიანს დაუჭერს.

ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო იქნება. საბურთალოს ოლქში კენჭისყრას აპირებს ასევე „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის