ჰასან რუჰანი - ირანელმა ხალხმა აჩვენა, რომ ნებისმიერ ზეწოლასთან გამკლავება დაჩოქების გარეშე შეუძლია

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, კორონავირუსთან ირანის ხუთთვიანმა ბრძოლამ, ისევე როგორც ქვეყნის წინააღმდეგ ორ წელზე მეტი ხნის წინ დაწესებულ სანქციებთან მისმა გამკლავებამ აჩვენა, რომ ირანს შეუძლია სირთულეებს გაუძლოს.

„ირანელმა ხალხმა ამ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისევე კორონავირუსთან ხუთთვიანი ბრძოლის მანძილზე, აჩვენა, რომ მას აქვთ საკმარისი ძალა, ნებისმიერ ზეწოლას დაჩოქების გარეშე დაუპირისპირდეს,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მტერი ირანელებს ვერ გატეხს, თუნდაც მათ წინააღმდეგ კიდევ 10 სანქციაც დააწესოს.

„მტერმა კიდევ 10 სანქციაც რომ დააწესოს ირანელი ხალხის გასატეხად, ამას მაინც ვერ მიაღწევს“, - აღნიშნა ჰასან რუჰანიმ.

შეგახსენებთ, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ 2018 წელს ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო