ჩინეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამის ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, ახალი შემთხვევებიდან 35 შემთხვევა ადგილობრივი გადაცემის ფაქტია, მათგან 22 სინძიანის,13 კი ლიაონინის პროვინციაში გამოვლინდა, დანარჩენი 11 შემთხვევა კი - იმპორტირებულია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 83 830 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 4 634 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს