სიეტლში სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებისას 45 ადამიანი დააკავეს

აშშ-ის ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში ანტირასისტული აქციების ფარგლებში მომხდარი არეულობის დროს პოლიციამ 45 ადამიანი დააკავა. „როიტერის“ ცნობით, შეტაკებისას 21 პოლიციელი დაშავდა. სიეტლის პოლიციის ინფორმაციით, პოლიციელებმა სხეულის დაზიანებები მაშინ მიიღეს, როდესაც პროტესტის მონაწილეებმა მათ აგურები, ქვები და სხვადასხვა ასაფეთქებლები დაუშინეს.

საპროტესტო ტალღის ფარგლებში, მორიგი არეულობა მოხდა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდშიც.

შეგახსენებთ, აშშ-ში ანტირასისტული მოძრაობა ლოზუნგით „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, აფრო-ამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომლის მიმართაც პოლიციელებმა დაკავებისას უხეში ძალა გამოიყენეს. საპროტესტო აქციები აშშ-ში ორი თვეა პერმანენტულად იმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო