ამირან გამყრელიძე - 10, 14 და 20 შემთხვევა მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში

10, 14 და 20 შემთხვევა მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში , - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, თუ მასიურად მოხდება ადამიანების გამოკვლევა და მათი დროული იზოლირება, ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი დაიკლებს.

„თუ მოვერიეთ და ჩავაქრეთ, რაც გვაქვს ახლა ყარაჯალარში, გაჩიანის მუნიციპალიტეტში, ლილოში, თუ მასიურად გამოვიკვლიეთ ეს ადამიანები და დროულად მოვახერხეთ ინფიცირებულების იზოლირება, რა თქმა უნდა, მერე დაიკლებს. იცით, რომ ინტენსიურ კვლევებს ვაწარმოებთ. გუშინ დაახლოებით 500-500 ბიოლოგიური სინჯი იქნა ორივეგან აღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო და ვითარება, როცა დღეში 20-მდე შემთხვევაა ქვეყანაში, მართვადია.

„ეს პროგნოზირებადი იყო. იცით, მეტია ფრენები, ურთიერთობები, ტვირთი უნდა შემოვიდეს ხომ ქვეყანაში და ერთ-ერთი ძირითადი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლებია. ეს ჩვეულებრივად არის შედეგი შემსუბუქების და მობილობის ზრდის, რომელიც პროგნოზირებადი იყო. მთავრია, რომ ჩვენ ამას ყველაფერს ვაკონტროლებთ, მართვის ქვეშ არის. მთავარია არ იყოს ბევრი შემთხვევა, 10 , 14 და 20 მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით და ნიშანია იმის, რომ ინფექცია არის და ცირკულირებს ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 920-ს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო