გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ავტომობილი ხალხის ჯგუფში შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს 7 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი დილას, მატარებლების სადგურ „ზოოლოგიური ბაღის“ ტერიტორიაზე მოხდა.
ბერლინის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქემ სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო. გამოცემა Bild-ის ცნობით, მათ შორის ერთი ადამიანი ავტომობილის ბორბლების ქვეშ აღმოჩნდა. „დოიჩე ველე“ კი წერს, რომ ადგილზე სამაშველო ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
ბერლინის პოლიციის ცნობით, ავტომობილის მძღოლი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო და ამ ეტაპზე დანაშაულის პოლიტიკური ან რელიგიური მოტივის ნიშნები არ იკვეთება.