დომინიკ რააბი ესპანეთიდან მოგზაურებისთვის კარანტინის დაწესებაზე - ჩვენ ვერ მოვიხდით ბოდიშს ასე მოქცევისთვის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, ქვეყანამ სწრაფად იმოქმედა, როცა ესპანეთიდან ჩამსვლელ მგზავრებს კარანტინი დაუწესა მას შემდეგ, რაც ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უეცარი ზრდა დაფიქსირდა. Sky News-თან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, უეცარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ესპანეთის ბოლო ეპიდემიოლოგიური მონაცემები დაასახელა.

„ვიცით, რომ ეს დამსვენებლებისთვის შეფერხებას გამოიწვევს, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიხდით ბოდიშს ასე მოქცევის გამო. ჩვენ უნდა შეგვეძლოს სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებები. ეს ნაბიჯი იყო რეალურ დროში რეაგირება. გადაწყვეტილება მივიღეთ ისე სწრაფად, როგორც შეგვეძლო“, - განაცხადა დომინიკ რააბმა.

დიდმა ბრიტანეთმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ესპანეთის ამოღების შესახებ შაბათს განაცხადა. ამ ქვეყნიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის 14 დღიანი კარანტინის დაწესების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით უკვე შაბათს საღამოს 11:00 საათიდან შევიდა ძალაში. ამის გამო მგზავრებს მოგზაურობის გადადების ან დაგეგმვის დრო აღარ დარჩათ. მათ ბრიტანეთის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს.

ცნობისთვის, შაბათს ესპანეთმა კორონავირუსით ინფიცირების 900-ზე მეტი ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა