ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა რუსეთი, საქართველოს გავლით, სომხეთში, 300 ერთეული სამხედრო მანქანის გადასაყვანად ემზადება.

მისი თქმით, ეს არის მორიგი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული პარტიული მედიასაშუალებები იყენებენ საკუთარი პროპაგანდისთვის.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საქართველოს პოზიცია არის ნათელი და ქვეყნის ყველა პარტნიორისათვის თვალსაჩინო.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ ინფორმაციის დამახინჯებას და შესაბამისად ისე წარმოჩენას, რა ინტერესიც მათ გააჩნიათ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პოზიცია არის ნათელი, განმარტებული და ჩვენი ყველა პარტნიორისათვის თვალსაჩინო", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - ირაკლი ჩიქოვანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს