რომის პაპი - ვლოცულობ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საბოლოოდ განხორციელდეს პრაქტიკაში

რომის პაპი ფრანცისკე ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის მორიგ შეთანხმებას გამოეხმაურა.

მან შეთანხმების მხარეებს მადლობა გადაუხადა ამ სასიკეთო ნაბიჯისთვის, რაც, მისი თქმით, „ასე სანატრელ მშვიდობას მოუტანს ამ ნატანჯ რეგიონს“.

„როგორც ვიცი, დონბასის მხარესთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება მინსკში, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მიერ გადაწყდა. ვლოცულობ, რომ შეთანხმება საბოლოოდ განხორციელდეს პრაქტიკაშიც, მათ შორის არის ეფექტური განიარაღებისა და განაღმვის პროცესის დაწყება. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა და შერიგებისთვის საფუძვლის ჩაყრა, რაც ასე აუცილებელია და რასაც ხალხი დიდი ხანია ელის“, - აღნიშნა რომის პაპმა.

უკრაინაში, დონბასის რეგიონში სამხედრო კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. უკრაინის, რუსეთისა და ეუთო-ს მომლაპარაკებლებს შორის 22 ივლისს, მინსკში, მიღწეული შეთანხმების შედეგად, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის მთელს ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მორიგი შეთანხმება 27 ივლისიდან ამოქმედდება. შეთანხმება ცეცხლის სრულად შეწყვეტას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:ვლოცულობ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საბოლოოდ განხორციელდეს პრაქტიკაში - რომის პაპი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს