გერმანიაში, ერთ-ერთ ფერმაში კორონავირუსი 174 დასაქმებულს გამოუვლინდა

გერმანიაში, ბავარიის მხარეში მდებარე კიტრის ფერმაში კარანტინი დაწესდა მას შემდეგ, რაც მასში დასაქმებულ 174 ადამიანს კორონავირუსი გამოუვლინდა. ფერმის 480-ვე თანამშრომელს ტერიტორიის დატოვება აეკრძალა, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდათ თუ არა ვირუსი.

ადგილობრივი ხელისუფლება მაცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ირწმუნება, რომ ვირუსი ფერმის მიღმა არ გავრცელებულა. დაინფიცირებულებს შორის ბევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩასული სეზონური მუშახელია.

გერმანიაში კვების მრეწველობის ობიექტებში ეპიდემიის გავრცელების შემთხვევები ხშირია, განსაკუთრებით კი ხორცის გადამამუშავებელ კომპანიებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა