„საქნახშირმა“ ჭადრაკის ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა

25-26 ივლისს, კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. პირველ ადგილზე კახა ხორხომელიძე გავიდა, მეორე ადგილი ზვიად ჭანტურიძეს ერგო, ხოლო მესამე ადგილი გიორგი ხორხომელიძემ დაიკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქნახშირიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიება პროფკავშირებისა და საჭადრაკო კლუბ „ტყიბულის“ მხარდაჭერით, "საქნახშირის" ტერიტორიაზე ჩატარდა. გამარჯვებულებს კომპანიამ ფულადი პრიზები და სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა.

„ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარდა. შეჯიბრი ორი დღეა მიმდინარეობს, სულ 7 ტური გაიმართა. ძლიერი მოწინააღმდეგეები შემხვდნენ და საკმაოდ დაძაბული ტურები იყო. საბოლოო ჯამში 6 ქულა დავაგროვე. ჩემი აზრით, ნორმალური შედეგია, თავად კმაყოფილი ვარ. ჩემს თანამშრომლებს მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ მსგავს შეჯიბრებში“, - განაცხადა პირველ ადგილზე გასულმა კახა ხორხომელიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, „საქნახშირის“ ინიციატივით სპორტული თევზაობის შეჯიბრიც ჩატარდა, რომელშიც 60-მდე მეშახტე იღებდა მონაწილეობას. სპორტული თევზაობა შაორის ტბაზე გაიმართა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი პრიზები გადაეცათ. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეჯიბრი იგეგმება - ამჯერად მეშახტეები ერთმანეთს ნარდის თამაშში შეეჯიბრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო