გერმანია „დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

გერმანია მხარს არ უჭერს დონალდ ტრამპის შეთავაზებას, რომელიც „დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა.

„რუსეთის გარიცხვის მიზეზი ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენცია იყო, ვინაიდან ჯერ პრობლემა გადაწყვეტილი არაა, რუსეთის დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ,“ - აღნიშნა მაასმა გაზეთ Rheinische Post-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრია, რაც შეეხება „დიდ შვიდიანს“, იქ ახალი წევრები საჭირო არ არის.

“დიდი შვიდიანი“ და „დიდი ოცეული“ კეთილგონივრულად კოორდინირებული ფორმატებია. „დიდი ოცეული“ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების კიდევ უფრო დიდი ნაკრებია, რომლის წევრი რუსეთიცაა. ჩვენ არ გვჭირდება „დიდი თერთმეტიანი“ ან „დიდი „თორმეტიანი“, - განაცხადა ჰეიკო მაასმა.

ამასთან, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთი „დიდი შვიდიანისთვის“ მნიშვნელოვან ქვეყნად რჩება.

„ვიცით, რომ სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთი გვჭირდება,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისათვის, რუსეთი „დიდი შვიდიანიდან“ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა. ივნისის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდიანის“ გაფართოებას და რუსეთის ჯგუფში დაბრუნებას უჭერდა მხარს.

იხილეთ ვიდეო: გერმანია "დიდ შვიდიანში" რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა