იორდანია 22 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, საერთაშორისო ფრენებს ანახლებს

იორდანია 22 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, 5 აგვისტოდან საერთაშორისო ფრენებს აღადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იორდანიის ”სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელ ორგანოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იორდანიის ხელისუფლებამ ეპიდსიტუაციაზე დაყრდნობით იმ 22 „მწვანე ქვეყნის“ სია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანა ავიამიმოსვლას ანახლებს.

სიაში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ ავსტრია, გერმანია, კანადა, ჩინეთი, დანია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, იტალია, შვეიცარია, კვიპროსი, გრენლანიდია, ისლანდია, ირლანდია, მალაიზია, მალტა, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ტაივანაი და ტაილანდი.

აღნიშნული ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს იორდანიაში 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ, თუმცა გამგზავრებამდე მათ კორონავირუზე PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, იორდანიაში კორონავირუსის 1 168 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 11 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს