დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

დონბასში ცეცხლის სრული და ყოვლისმომცველი შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ძალაში შევიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება 27 ივლისს, კიევის დროით 00:01 საათზე ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმეტ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრულველყოფის მიზნით დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობას.

ცნობისათვის, სამმხრივი კონტაქტური ჯგუფის წევრებმა, რომელშიც უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები შედიან, დონბასში გამყოფ ხაზზე ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 22 ივლისს მიაღწიეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინაში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, სრულად განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლის აპრილში დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა