ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და "ვეტერანთა კავშირ დიოსკურიას" შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ,,ვეტერანთა კავშირ დიოსკურიას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია, მხარეთა თანამშრომლობა ვეტერანთა პოტენციალის, ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი გამოვლენისა და განვითარებისთვის, მათი ჩართვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში.

„ვეტერანთა კავშირ ''დიოსკურიაში'' გაერთიანებულნი არიან რესტავრატორები, ლანდშაფტური დიზაინის, არქიტექტურის, ანიმაციის, რეკლამის, სახალხო რეწვის, კონფლიქტოლოგიის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და სხვა დარგების სპეციალისტები; ''საქართველოს ავღანეთის ვეტერანთა კავშირის'' ბაზაზე, კავშირმა შექმნა მრავალპროფილიანი სახელოსნო, რომელსაც შეუძლია, აწარმოოს მრავალფეროვანი პროდუქცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით; სახელოსნო, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ომის მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას, ვეტერანების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას; კავშირი, ასევე, მზადაა, ჩაერთოს სახალხო დიპლომატიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების მიზნით;

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ა(ა)იპ ,,ვეტერანთა კავშირ დიოსკურიას’’ დირექტორმა, დავით ჭანტურიამ.მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს