გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

აღნიშნულ შუამდგომლობას ადვოკატი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენებს.

"არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, ვაპირებთ აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით შუდგომლობის დაყენებას, შევდივართ გირაოთი. არგუმენტები ის გახლავთ, რაც პირველ სასმართლო პროცესზე იყო, მაგრამ საზოგადოებრივი წნეხის და სხვადასხვა გარემოების გამო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და ვერ დაადასტურა თავისი ღირსეული თავისუფლება, ვფიქრობ, დღესაც იდენტური სიტუაცია იქნება. საქმის გარემოებები, ტომები გასქელდა, მაშინ 7 ტომი იყო, ახლა 22-მდე ვართ ასული", - აცხადებს ფოფხაძე.

ცნობისთვის, თენგო ბარბაქაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთია, მას ბრალი სისხლის სამართლია კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა