„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო

დღეიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო.

ტრენინგების მონაწილეებს დღეს დისტანციურად შეხვდნენ სოფო კილაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი და (USAID) მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, სადაც სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი და კოორდინატორი იმუშავებს. ბავშვიან ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ ბავშვთან დაკავშირებული ყველა სერვისით, ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლონ.

კომიტეტის ძალისხმევით და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, საჯარაო უწყებებში კადრების მომზადების პირველ ეტაპზე უკვე გადამზადდა: 200 სოცმუშაკი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, 64 კოდექსის კოორდინატორი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, 150 სოცმუშაკი თბილისისთვის, 200 კოდექსის კოორდინატორი და იურისტი, ტრენინგები ჩაუტარდა აღმასრულებელი ხელისუფლების პერსონალს (ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და პროკურატურის თანამშრომლებს), გადამზადდა ტრენერები ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მოსამართლეებისთვის,

ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებისთვის.

საჯარო მოსამსახურეების გადამზადება მიმდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. კოდექსი 1-ელ სექტემბრიდან ამოქმედდება და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი გადამზადებული კადრებით შეხვდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს