გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი "ძალა ერთობაშიას" ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან

გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და „სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის" ახალი ბრენდის პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა გაიმარჯვონ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც შედგება ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან. „ახალი საქართველო", „კანონი და სამართალი" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც საზოგადოებას წარვუდგინეთ ქვეყნის განვითარების გეგმა. ჩვენი ამოცანაა დავამარცხოთ სიღარიბე, დავაბრუნოთ ემიგრანტები. ამაზე დეტალურად 30 ივლისს ვისაუბრებთ"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა