სოფო კილაძე - მინდა ოპოზიციას ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი სიაში იქნება პირველი თუ არა, ის მაინც არის „ქართული ოცნების" პირველი ნომერი

მე მინდა ოპოზიცია „დავამშვიდო"და ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი ფურცელზე, სიაში იქნება პირველი თუ არა, ის მაინც არის „ქართული ოცნების" პირველი ნომერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა.

„ქართული ოცნების" გუნდი ხედავთ, რომ ნებისმიერი არჩევნების წინ ახლდება. ეს აუცილებლია, რა თქმა უნდა, ახალი სისხლის, ახალი სახეების შემოსვლა პარტიაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის გაუმჯობესებას. „ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. რა თქმა უნდა, სიაში იქნებიან ახალი სახეებიც, თუმცა ვინ რა ადგილს დაიკავებს, ვინ იქნება ათეულში, ვინ არა, ამის შესახებ საბოლოო ჯამში საზოგადოება გაიგებს, როცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე, მე ვიქნები სიაში თუ არა, ამის შესახებაც მაშინ გახდება ცნობილი, როცა სია გამოქვეყნდება", - განაცხადა კილაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა