რუსეთში კორონავირუსის 5 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 85 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 818 120-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 85 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 13 354-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 603 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 079 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა