საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, უკან დაბრუნებისას კი ვალდებულნი იქნებიან კარანტინი გაიარონ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელსაც თურქეთში სამუშაოდ წასვლის სურვილი აქვს, ვალდებული იქნება წარმოადგინოს ოფიციალური 3- თვიანი ცნობა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან იქნება გაცემული.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც თურქეთში სამუშაოდ გადასვლის სურვილი აქვთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლისგან გაცემული სამ თვიანი მოწვევების საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან კარანტინი გაიარონ“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, უკან დაბრუნებისას კი ვალდებულნი იქნებიან კარანტინი გაიარონ

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს