დავით საგანელიძე პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მიაჩნია, რომ პოლიტიკაში საკუთარი ვალი გარკვეულწილად უკვე მოიხადა.

„16 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტში. დიდი ნაწილი, 12 წელი ოპოზიციაში. მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი უმრავლესობის ხელმძღვანელიც. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად პოლიტიკაში ჩემი ვალი მოვიხადე, წარმატებულად თუ წარუმატებლად, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. ვფიქრობ, ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ, ეს უნდა იყოს ჩემი ძირითადი და მნიშვნელოვანი საქმე", -აცხადებს საგანელიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა