ირაკლი აბესაძე - სიის პირველი ნომერი კვლავ დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო დანარჩენი ადგილები შიდაკონკურენციის წესების შესაბამისად განაწილდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო სია შიდაკონკურენციის წესების შესაბამისად დაკომპლექტდება.

„ევროპული საქართველო“ საბოლოო საპარლამენტო სიის დაკომპლექტებისთვის კვლავ გამოიყენებს შიდაპარტიული კონკურენციის ძალიან გამჭვირვალე წესებს, სადაც როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ახალი სახეები გაინაწილებენ საარჩევნო ოლქებს და კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მიღებული საარჩევნო ხმებიდან გამომდინარე პარლამენტში მანდატს მიიღებენ, ანუ, ვინც უფრო მეტად დააჯერებს ამომრჩეველს და უფრო მეტ ხმას მოუტანს „ევროპულ საქართველოს“. რაც შეეხება სიის პირველ ნომერს, ის კვლავ იქნება დავით ბაქრაძე, ხოლო დანარჩენი ადგილები განაწილდება შიდაკონკურენციის წესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა