28 ივლისს ათენი-ქუთაისის სპეციალური რეისი შესრულდება

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. 28 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ქუთაისი-ათენის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. ( მოფრენა - 15:10 საათზე, გაფრენა 15:40 საათზე). ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

სარეპატრიაციო რეისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს. ორივე მიმართულებით ყველა ბილეთია გაყიდულია.

„ქუთაისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მგზავრები შემოწმებას გაივლიან და აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.

ათენი-ქუთაისი-ათენის მგზავრებს აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. ქუთაისიდან ათენში მიმავალმა მგზავრებმა საბერძნეთის მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ. კერძოდ, ათენში გამგზავრებამდე სავალდებულოა მგზავრებმა შეავსონ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე https://travel.gov.gr/. შევსების შემდეგ ელექტრონული PLF ფორმა ავტომატურად გაიგზავნება მგზავრის ელ.ფოსტაზე, რომელიც მან ავიარეისის შესრულებამდე უნდა წარადგინოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა