ლია გიგაური - პროგრამა „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის" ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მხარდაჭერას ითვალისწინებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლია გიგაურის განცხადებით, „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის" მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. როგორც მან პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციაზე აღნიშნა, ფონდის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სამშვიდობო ინიციატივების მიზნებს და გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობას დაეხმაროს.

„დღეს ჩვენ ვაჯამებთ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის" პროგრამის შედეგებს, რომელშიც დახმარება გაგვიწია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ. ამ ფონდის შექმნას და ზოგადად, ფინანსური მექანიზმების შექმნას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ვაჭრობის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს, გლობალური პანდემიის ფონზე ყველამ კარგად ვიცით, როგორი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები წარმოიქმნა, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა ფაქტობრივად ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობს. ამიტომ, სახელმწიფომ უკვე განახორციელა პირველი კონტრიბუცია ამ მექანიზმის ფარგლებში, ეს იყო ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით, ასევე პირველი გრანტების გამოცხადებისთვის და ჩვენ ვხვდებით ყველა დონორ ორგანიზაციას, საელჩოებს, ვისაც შეუძლია თავისი კონტრიბუცია გააკეთოს ამ ფონდში იმისთვის, რომ შევძლოთ როგორც სამშვიდობო პროცესების გაგრძელება, ასევე ხელი შევუწყოთ ვაჭრობის წახალისებას და იმ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელთა მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა სწორედ ჩვენთან თანამშრომლობის და ამ ინტერესის ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოპერირების სწრაფად დაწყებას. მოკლე ხანში გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაეხმარება და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ბევრად გააუმჯობესებს"-აცხადებს გიგაური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო