პირველი ივლისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა 172.84 მლნ ლარით, ანუ 0.35%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ივლისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა 172.84 მლნ ლარით, ანუ 0.35 პროცენტით შემცირდა.

2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

„ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 172.84 მლნ ლარით, ანუ 0.35 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.97 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ივლისისათვის 49.28 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.20 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.56 პროცენტია”, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო