ეროვნული ბანკი - ივნისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 383.61 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 383.61 მლნ ლარით (1.12%-ით) შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 33.80 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 195.12 მლნ ლარით (1.36%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 578.73 მლნ ლარით (2.91%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.38%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.28%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 11.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.91%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.37%-ით მეტი).

2020 წლის ივნისის განმავლობაში 0.06%-ით, ანუ 9.39 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 16.71 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.91 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 1.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით)”,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ივლისისათვის 28.77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 549.44 მლნ ლარით, ანუ 1.95%-ით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო