მიხეილ რამიშვილი - დავასახელებთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი გოგო შარში იყო

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებიან.

ადვოკატი იმ მაღალჩინოსნების დასახელებას აპირებს, რომლებიც დაღუპულის მამას ურეკავდნენ იქამდე, ვიდრე გოგონას იპოვნიდნენ.

“მივდივარ იმ პირების დასახელებაზე, ვინც ძებნითი სამუშაოების დროს ურეკავდნენ მამას კომპიუტერთან დაკაშირებით და ეუბნებოდნენ, რომ შარშია მისი გოგო და პრობლემაა, ეუბნებოდნენ, რა საჭირო იყო აქციები. დასახელდებიან ეს ადამიანები, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: დავასახელებთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი გოგო შარში იყო - მიხეილ რამიშვილი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს