ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ძალა ერთობაშია" ყოველთვის ბევრ კითხვას აჩენდა, რადგან „მტერი და მოყვარე ერთად იყო"

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" ყოველთვის ბევრ კითხვას აჩენდა, რადგან „მტერი და მოყვარე ერთად იყო". აღნიშნული განცხადებით სესიაშვილი ერთობიდან გიორგი ვაშაძის გასვლას გამოეხმაურა.

„ერთად სწორედ ძალაუფლების წყურვილის მიზნით იყვნენ. მათში ეს სურვილი არ გაქარწყლებულა, მაგრამ ამ ფორმით თავისი სახე წარმოაჩინეს და დაიშალნენ, რაც მათი არჩევანია. „ქართულ ოცნებას" ნაკლებად აინტერესებს, ოპოზიციურ ძალებში რა პროცესები მიმდინარეობს, ჩვენი პოლიტიკური ხედვა გვაქვს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მმართველმა ძალამ თავისი წარმატების ფორმულა წარმოადგინოს და შესაბამისი მხარდაჭერა მივიღოთ,"- განაცხადა სესიაშვილმა.

გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი „ძალა ერთობაშიას" ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა