გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა მოსამართლე მაია ოშხარელის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, შუამდგომლობის საფუძველი გახდა ის, რომ მათ დროულად არ აცნობეს წინასასამართლო სხდომის ვადის გრძელების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატებმა დღეს არჩილ გაგნიძის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

„მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა გვქონდა იმ მოტივით, რომ ჩვენ კანონით დადგენილი წესით არ გვეცნობა წინასასამართლო სხდომის გაგრძელების შუამდგომლობის შეტანის შესახებ და არ მოგვეცა შესაძლებლობა, 3 დღიან ვადაში ჩვენი მოსაზრება დაგვეფიქსირებინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩვენი შუამდგომლობა უსაფუძვლოა, რადგან საქმეში ცალმხრივი ოქმი დევს, რომლის თანახმადაც, ადვოკატს დაუკავშირდა გამომძიებელი და აცნობა, რომ ისინი აპირებდნენ შუამდგომლობის შეტანას და არა ის, რომ შეიტანეს. ახლა ბრალდების მხარის შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ", - განაცხადა ნემსიწვერიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო