ავჭალაში ბახვა გოგოლაძის სახელობის სკვერი გაიხსნა

დღეს, ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის ქუჩაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული ბახვა გოგოლაძის სახელობის სკვერი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კობა კობალაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, ბახვა გოგოლაძის ოჯახის წევრები და მისი თანამებრძოლები.

„მაიორი ბახვა გოგოლაძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მე-11 ბრიგადის 114-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე გახლდათ. იგი 1992 წლის 26 დეკემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში, საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა