თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილზე მიიღო და არც სათათბიროდ გასვლა ინება, რამდენიმე წამში გამოიტანა გადაწყვეტილება

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წამში მიიღო და მას საქმეზე არ უმსჯელია.

როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გირაოთი გათავისუფლება მტკიცებულებების მოპოვებას ხელს ვერ შეუშლიდა.

„სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობა. გადაწყვეტილება ადგილზევე მიიღო და არც სათათბიროდ გასვლა ინება. 11-ვე ბრალდებული დატოვა პატიმრობაში. იმაზეც არ უმსჯელია, რომ 11-დან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს სხვადასხვა სიმძიმე შეიძლებოდა ჰქონოდა. არც იმაზე უმსჯელია, რომ დაკავების პერიოდში 8 ტომი იყო მხოლოდ, დღეს 22 ტომია. იმის რელევანტურობა, რომ მტკიცებულებების მოპოვების ხელშეშლა ბრალდებულების მხრიდან ვეღარ იქნებოდა, არცკი გაითვალისწინა. ასე ცალსახად, რამდენიმე წამში გამოიტანა გადაწყვეტილება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს ითხოვდა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო