შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ჩიქოვანის და ჟვანიას ადვოკატი - სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების შესახებ, მიუღებელია

„ჩვენ შუამდგომლობა გვქონდა, რომ გაუქმებულიყო აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა, ასევე დავაყენეთ მოთხოვნა ალტერნატივის სახით, რომ შეფარდებოდათ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არცერთი მოთხოვნა და ძალაში დატოვა პატიმრობა. რა თქმა უნდა, აღნიშნული ჩვენთვის არის გაუმართლებელი. არ არსებობს საქმეში ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, ანუ ინფორმაციისა და ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ბრალად წარდგენილ ქმედებას დაადასტურებდა შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მაია ოშხარელმა მიიღო.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში