ჯანმო-ს ხელმძღვანელი - პანდემია დაჩქარებული ტემპით განაგრძობს ზრდას, ბოლო 6 კვირაში კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა

მარტივად რომ ვთქვათ, „კოვიდ-19“ ყველაზე სასტიკი გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობაა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოდესმე გამოუცხადებია, - ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემია დაჩქარებული ტემპით ზრდას განაგრძობს.

„პანდემია დაჩქარებული ტემპით ზრდას განაგრძობს. ბოლო 6 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა გაორმაგდა,“- აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის 16 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 640 000 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო