გიგი უგულავა - „ნაცმოძრაობა“ თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში მაჟორიტარებს  დააყენებს, სხვა პარტიებს მოვუწოდებთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი პირობაა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათ კონსულტაციები ჰქონდათ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", რომ რეგიონებში საერთო კანდიდატი ჰყოლოდათ, თუმცა მათი პოზიციაა, რომ თბილისს გარეთ, 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეთ.

გიგი უგულავამ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ერთობას ალტერნატივა არ გააჩნია.

"ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების შერჩევა აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად. ამ მხრივ, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია. თბილისის საერთო მაჟორიტარები უკვე შერჩეულია. ახლა რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან". საზოგადოებისთვის ცნობილია და გაცხადებულია მათი პირველადი პოზიცია, რომ ისინი თბილისს გარეთ, 22-ვე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს დააყენებენ. მიუხედედავად ბევრი არგუმენტისა, რაც ჩვენს მიერ იყო წაყენებული, მათი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. ეს მათი უფლება და მათი ნებაა. ამით ჩვენ რაიმე ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მინდა ასეთ ვითარებაში მოვუწოდო, რომ ოპოზიციის საერთო პოზიცია არ შესუსტდეს ივანიშვილთან მიმართებით. მინდა მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიიდან, უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იასპარეზებენ"-განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა