პაატა მანჯგალაძე - ხალხი ჩვენგან ელოდება ცვლილებებს და არა გაუთავებელ კინკლაობას

მინდა მარტივი რჩევა მივცე ოპოზიციონერ კოლეგებს, ვიდრე რაიმე განცხადებას გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება და საერთო ოპოზიციური ფრონტის არ არსებობა, - ამის შესახებ, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძემ ახალი საარჩევნო პლატფორმის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბრენდის პრეზენტაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიცია უფრო მრავალფეროვანი და ძლიერი გახდა.

“დღეს მოხდა ახალი საარჩევნო პლატფორმის სტრატეგია „აღმაშენებლის“ ბრენდის პრეზენტაცია და საზოგადოებას შევთავაზეთ ძალიან მარტივი არჩევანი, ან დამსხვრეული ოცნებების პარტია და ხელისუფლება, ან - აღმშენებლობა და დამარცხებული სიღარიბე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, გიორგი ვაშაძის და სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახებია ოპოზიციის საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე და ოპოზიცია კი არ დაიშალა, არამედ, ამ ახალი არჩევანით უფრო მრავალფეროვანი და ძლიერი გახდა.

ჩემთვის გასაგებია ის კომენტარები რაც „ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ, იმ პარტიის წარმომადგენლებისგან, რომელმაც საქართველოს მოსახელობას დაუმსხვრია არა მხოლოდ ოცნებები, არამედ, იმედიც კი ჩაუქრო რომ ეს სიღარიბე და მძიმე ყოფა ოდსმე დასრულდება. ამასთან, ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციონერი კოლეგების კომენტარები და რაღაც სულელურ შეთქმულების თეორიებზე საუბარი. მე მინდა მარტივი რჩევა მივცე მათ, ვიდრე რაიმე განცხადებას გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება და საერთო ოპოზიციური ფრონტის არარსებობა.

მეგობრებო, ხალხი ჩვენგან ელოდება ცვლილებებს და არა გაუთავებელ კინკლაობასა და ერთმანეთში მტყუან მართლის გარკვევას. მრავალფეროვნების ერთიანობით გავიმარჯვებთ” , - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა