„საპარტნიორო ფონდი“ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დაეხმარება

„მშვიდობის ფონდის“ მიზანია, გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს პროექტების განხორცილებაში დაეხმაროს, რაშიც „საპარტნიორო ფონდი“ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ პროგრამის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორ მან აღნიშნა, ვინაიდან „საპარტნიორო ფონდს“ საინვესტიციო პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს, ფონდი აქტიურად ჩაერთვება პროექტების შეფასებასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მშვიდობიანი გზით გამთლიანდეს. ამისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ე.წ. საზღვრების იქით ჩვენი ძმების, აფხაზებისა და ოსების ეკონომიკური დახმარება. სწორედ ამიტომ შეიქმნა „მშვიდობის ფონდი“ და „საპარტნიორო ფონდს“ აქვს პატივი, იყოს მისი თანადამფუძნებელი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად. „მშვიდობის ფონდის“ მიზანია, რომ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმაროს ბიზნეს პროექტების განხორცილებაში, სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ინდუსტრიულ და სოფლის მეურნეობის სექტორებში“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

დავით საგანელიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი „სტარტაპ საქართველოს“ ერთობლივ პროექტზე, რომელიც „USAID Zrda“-სთან ერთად ხორციელდება სახელწოდებით „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“.

„ამ პროექტის ფარგლებში, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ფინანსდება „საპარტნიორო ფონდის“ სტარტაპ-საქართველოს მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტები, რომლებზეც დაფინანსებულ თანხას დამწყებ მეწარმეებს „USAID Zrda“ გრანტის სახით უორმაგებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ანალოგიური პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორც აფხაზეთის, ასევე სამაჩაბლოს ტერიტორიაზეც“,- აღნიშნა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, „საპარტნიორო ფონდმა“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ დააფუძნეს. მისი მიზანია, გამყოფი ხაზების გასწვრივ ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური, საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ფონდის სტრუქტურისა და საოპერაციო გეგმის შესახებ პრეზენტაცია გამართა „მშვიდობის ფონდის უკეთესი მომავლისთვის“ დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი