ერაყში ანტისამთავრობო მსვლელობის დროს ორი დემონსტრანტი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში განახლებული ანტისამთავრობო მსვლელობის დროს ორი დემონსტრანტი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტაჰრირის მოედანზე, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიჭრა.

ცნობისათვის, ერაყში ანტისამთავრობო დემონსტრაციები შარშან ოქტომბერში დაიწყო და ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. რამდენიმე დღეა ქვეყანაში საპროტესტო ტალღა განახლდა. აქციის მონაწილეები კორუფციას, უმუშევრობის დონესა და საჯარო მომსახურების არასათანადო დონეს აპროტესტებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა