შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი წაქაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული გახდა, ჩხუბში ჩართულიყო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ფეხბურთელის, ირაკლი წაქაძის ადვოკატის, პაატა გაბელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული გახდა, ჩხუბში ჩართულიყო. უფრო კონკრეტულად, კი, ადვოკატის შეფასებით, ის კონფლიქტის მონაწილეების განრიდებას ცდილობდა.

სწორედ ირაკლი წაქაძე არის 11 დაკავებულიდან ერთ-ერთი, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იგულისხმა ის, რომ იძულებული იყო ჩართულიყო პირველ ეპიზოდში - ჩხუბში, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოქმედებდა. ასე რომ ამას ვერ დავარქმევდი აღიარებას. რატომღაც, გამოძიება და ბრალდების მხარე ამას არც თანამშრომლობად, არც რაიმე სახის აღიარებად არ თვლის, არადა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ ის იძულებული გახდა, ჩხუბში ჩართულიყო. ის იძულებული გახადა გარემოებამ, რაც წინ უძღვოდა კონფლიქტს. საუბარია კიბის ეპიზოდზე, მაგრამ შეფასება ისე აქვს მიცემული, თითქოს, ის რაღაცას ურტყამს, არადა, ის არავის არაფერს არ ურტყამდა.

წაქაძე განარიდებდა თავის მეგობრებს, თავის გარემოცვას. ის ადასტურებს, რომ იძულებული გახდა ამ კონფლიქტში თუნდაც, იმ სახით მიეღო მონაწილეობა, რა სახითაც მიიღო. ჩემი შეფასებით ვამბობ, რომ ის კონფლიქტში მონაწილეობდა თუნდაც განრიდების მიზნით, თქვენ შეიძლება იგულისხმოთ, რომ ამ განრიდებით მან ხელი მოიქნია და ამ დროს შეიძლება ვიღაცაზე იძალადა, ეს შეფასების ნაწილია. ბავშვი გულახდილად საუბრობს, ის თავს არ იძვრენს პასუხისმგებლობისგან“, - აცხადებს გაბელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს