გიორგი კანდელაკი - 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულებას საქართველო აქტიურად უნდა იყენებდეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის შეფასებით, სოჭის ხელშეკრულება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია, რომელსაც საქართველო აქტიურად უნდა იყენებდეს საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ უმნიშვნელოვანეს თარიღსა და დოკუმენტს არანაირი ფორმით არ გამოხმაურებია.

„დღევანდელ დღეს, 1993 წლის 27 ივლისს, რუსეთის ფედერაციის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი კოზირევის მონაწილეობით, სოჭში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ სოხუმიდან პრაქტიკულად მთლიანად გამოიყვანა მძიმე ტექნიკა და არტილერია. სულ რამდენიმე კვირაში რუსულმა მხარემ და მის ეფექტურ კონტროლს დაქვემდებარებულმა სხვადასხვა ნაწილებმა დაარღვიეს შეთანხმება, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო ოკუპაცია და მისი ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობის საკუთარი სახლებიდან განდევნა მოყვა. ომის დამთავრების შესახებ შევარდნაძის მთავრობის მიერ შექმნილმა მცდარმა განწყობამ კი, (სოხუმში პირველ სექტემბერს სწავლა დაიწყო სკოლებსა და უნივერსიტეტში) მშვიდობიან მოსახლეობაში განსაკუთრებულად დიდი დანაკარგები განაპირობა,“-განაცხადა კანდელაკმა.

„ევროპული საქართველოს“ ცნობით, მათ მიერ პარლამენტში რამდენიმე თვის წინ შეტანილი რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი სწორედ დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვა იყო, „ქართულმა ოცნებამ“ გადაჭრით უარყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა