ცენტრი „ემპათია“ აცხადებს, რომ მაია ნიკოლეიშვილმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

არასამთავრობო ორგანიზაციის ცენტრი „ემპათია“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, მაია ნიკოლეიშვილმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, არც ერთ ეთერში მარიამ ჯიშკარიანს არ განუცხადებია, რომ სასამართლო - სამედიცინო ექსპერტია.

მათი განმარტებით, ცენტრ „ემპათია“ -ს აქვს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია, ხოლო მარიამ ჯიშკარიანი არის უფლებამოსილი პირი ისაუბროს „ემპათიის“ სახელით.

„27/07/2020 წლის 14 საათსა და 24 წუთზე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ქალბატონმა მაია ნიკოლეიშვილმა, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიამ ჯიშკარიანი წამყვანმა მაია მამულაშვილმა მოიხსენია, როგორც სასამართლო - სამედიცინო ექსპერტი და მარიამ ჯიშკარიანმა ეს არ უარყო. გაცნობებთ, რომ წამყვანმა მარიამ ჯიშკარიანი მოიხსენია როგორც სამედიცინო ექსპერტი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი სპეციალობის ექიმი, რომელსაც აქვს გარკვეული საექსპერტო გამოცდილება შეიძლება იყოს ექსპერტი. არც ერთ ეთერში მარიამ ჯიშკარიანს არ განუცხადებია, რომ არის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტი. ამგვარად, ტელეკომპანია „პირველის“ მეშვეობით ნიკოლეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას.

განვმარტავთ, რომ ცენტრ „ემპათია“ -ს აქვს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია და მარიამ ჯიშკარიანი არის უფლებამოსილი პირი ისაუბროს „ემპათიის“ სახელით, კერძოდ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პრეზიდენტი და სამედიცინო დირექტორი, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტი - კონსულტანტი.

ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით ევრო - კონვენციის მე - 8 მუხლის დარღვევად არის მიჩნეული ყალბი ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულ თემაზე ცენტრ „ემპათია“ -ს 2018 წელს მოგებული აქვს საქმე ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს