ვახტანგ ძაბირაძე - ძალიან რთული იქნება ოპოზიციამ ასეთი დაქსაქსვის პირობებში  სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს

ძალიან რთული იქნება ოპოზიციამ ასეთი დაქსაქსვის პირობებში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ არ ჰყავს ისეთი ელექტორატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მეტად ელექტორალური პარტია, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს. შესაბამისად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ მეორე ტურში მისი კანდიდატი გავა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ პირველივე ტურში მოიგებს რომელიმე პარტია, თუნდაც ხელისუფლება. მითუმეტეს, თუ ასეთი დაქსაქსული იქნება მაჟორიტარების რაოდენობა. მოხდება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ფაქტობრივად, მეორე ტურში ხელისუფლების ოპონენტად გავა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არჩეული აქვს მარტივი სტრატეგია. რეალურად, უნდა გაითვალისწინონ რა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როგორი იყო ხმების გადანაწილება“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ძაბირაძის თქმით, „ლელო“ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლა იწყებს დამკვიდრებას და ოლქებში დამოუკიდებელი კანდიდატები სჭირდებათ.

„ლელო“ დამკვიდრებას იწყებს პოლიტიკურ ასპარეზზე. სჭირდება, რომ იყოს დამოუკიდებელი, განსხვავდებოდეს დანარჩენი პოლიტიკური ძალებისგან. ბუნებრივია, ის ეცდება დამკვიდრებისთვის თავისი კანდიდატები ჰყავდეს.

„ევროპულ საქართველოს“ არ ჰყავს ისეთი ელექტორატი, რომ მან შეძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი კანდიდატი ყველგან გავიდეს მეორე ტურში. ზოგადი მოსაზრებით, სწორიც უნდა იყოს კონსულტაციები და შეჯერება ოლქებზე, რაზეც თვლიან, რომ უკეთესი გამოსავალია.

ზოგადად ასეთი მიდგომით, თუ მარტო ხელისუფლების დამარცხებაზეა საუბარი, სწორია. მაგრამ, თუ არა მარტო დამარცხებაზეა საუბარი და იმაზეც თუ ვინ იქნება შემდეგ ის პოლიტიკური ძალა, ვის გარშემოც უნდა შეიქმნას კოალიცია, აქ პრობლემები ჩნდება“,-განაცხადა პოლიტოლოგმა.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები გაიმარჯვებენ.

„ყველა პარტია, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის, რომ მეტი მანდატები ჰქონდეს და არგუმენტი იმის, რომ მისი ეგიდით შეიქმნას კოალიციური მთავრობა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო კოალიციის შექმნა. ეს ანატომიაა დღეს რასაც ვუყურებთ მაჟორიტარებთან დაკავშირებით.

ცალ-ცალკე, შესაძლოა, ყველა სწორია, მაგრამ ზოგადად ძალიან რთული იქნება ოპოზიციამ ასეთი დაქსაქსვის პირობებში შეძლოს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართული ოცნების“ იმ მაჟორიტარებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. გამონაკლისები იქნება, როგორც ჩანს, ძირითადად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები გაიმარჯვებენ და არა ოპოზიციის“,-განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი პირობაა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათ კონსულტაციები ჰქონდათ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", რომ რეგიონებში საერთო კანდიდატი ჰყოლოდათ, თუმცა მათი პოზიციაა, რომ თბილისს გარეთ, 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა