დავით უსუფაშვილი - თბილისში 8 ოლქში კანდიდატები გვეყოლება, შესაძლოა, იყოს გამონაკლისი

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იყაროს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

„არ არის გამორიცხული დიდუბე-ჩუღურეთში ვიყარო კენჭი. არანაირი წინაპირობა, შეთანხმება და მოლოდინი, რომ იქ არ იქნება სხვა ოპოზიციური კანდიდატი არ არსებობს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისვე თქმით გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატები ეყოლება სხვა ოლქებში, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ თავისი კანდიდატები წარადგინა.

„თბილისში, 8 ოლქში ჩვენ კანდიდატები გვეყოლება, მაგრამ შესაძლოა, იყოს გამონაკლისი. ანუ, ეს ვერანაირად ჯდება იმ ფორმულაში, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ შეთანხმებას, გვესმის შეთანხმების მონაწილე ადამიანების მიზნები და ამოცანები, მაგრამ „ლელოს“ ამ თვალსაზრისით აქვს ძალიან ჯანსაღი პოზიციონირება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთგაგება გვაქვს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისთანაც არ ვართ ამ შეთანხმებაში. გვესმის მათი პოზიციონირება და ასევე მათ ესმით ჩვენი. ამიტომ, „ლელო“ მოწადინებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე, სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის, ყველა მხრიდან დასრულდება მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევა - დასახელების პროცესი და გადავერთვებით ჭეშმარიტად საარჩევნო კამპანიაზე. აქ, მნიშვნელოვანი იქნება მაჟორიტარული ოლქების კონფიგურაციები, მაგრამ ჩვენ მოსახლეობას ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შევუქმნათ, რომ თითქოს კონსტიტუციური ცვლილებით პროპორციული გაუქმდა და მაჟორიტარული დარჩა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფშვილმა ისაუბრა "ევროპული საქართველოს" განცხადებაზეც. უსუფაშვილი შეფასებით, აღნიშნულმა პარტიამ დიდი შრომა ჩადო, რომ შეთანხმება ყოფილიყო თბილისში და იგივე სურდა რეგიონეშიც და მათი მცდელობა დასაფასებელია.

„მთავარი არგუმენტი ესაა, ადრე თუ ნახევარი მაჟორიტარული მანდატები თამაშდებოდა და ნახევარი პროპორციული, ახლა 4/5, 80% ანუ, მანდატების 4-ჯერ მეტი პროპორციული წესით თამაშდება. მაჟორიტარული არჩევნების მნიშვნელობა ძალიან სერიოზულია, ვინ მოიპოვებს იმ 30 მანდატს და როგორ გადანაწილდება, მაგრამ 4-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია დანარჩენი 120 მანდატი პარტიებს შორის როგორ გადანაწილდება. ამიტომ 30 ოლქში გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, მაგრამ არ გვინდა რაიმე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ 30 მანდატის გადანაწილების თუ შეთანხმების ფორმულაში, რომელიც დაგვაზიანებს იმ დანარჩენი 120 მანდატის განაწილების პროცესში. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციური ლიდერების მცდელობას. თქვენ „ევროპული საქართველო“ ახსენეთ და მათი მცდელობა განსაკუთრებით დასაფასებელია, მათ ძალიან ბევრი შრომა და ოფლი ღვარეს იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეულიყო. თბილისში „ლელოს მონაწილეობის“ გარეშე, მაგრამ ოპოზიციის ფართო სპექტრმა შეთანხმებას მიაღწია, მათ ჰქონდათ მცდელობა გარეთაც ამის გაკეთების, მაგრამ ახლა უკვე არჩევნები კარს მოგვადგა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი პირობაა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათ კონსულტაციები ჰქონდათ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", რომ რეგიონებში საერთო კანდიდატი ჰყოლოდათ, თუმცა მათი პოზიციაა, რომ თბილისს გარეთ, 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეთ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა