სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, სამგორის რაიონშო გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ანდრონიკაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და გრაფ შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას. ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, მიქატაძის და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, მნათობის, თევდორე მღვდლის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის, ჩახრუხაძის, ნიშნიანიძის, ჩიკვაიძის, ანტონ კათალიკოსის, კოტრე აფხაზის, ივერიის, ვახტანგ ბერიძის, დიმიტრი გულიას, ბარათაშვილის, ვეკუას, მტკვრის, სანაპიროს, სულხანიშვილის, ფურცელაძის, ფხოვის, ვაჩნაძის, პუშკინის, ხაზინის, ათონელის, შარდენის, ბამბის რიგის, ერეკლე მეორის, სიონის, თუმანიანის, გუდიაშვილის, კორჯაძის, თაბუკაშვილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, სანაპიროს, ათონელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მტკვრის, შოთა ნიშნიანიძის, ფურცელაძის, ვეკუას, ვაჩნაძის, ფხოვის, პუშკინის, ხაზინის, გალაკტიონ ტაბიძის, აბესაძის, ალავერდოვის, ლერმონტოვის, აბო-თბილელის, ჯიბლაძის, ჩიხრაძის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, კოტე აფხაზის, საიათნოვას და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI ვარტლების, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, მიქელაძის, ახმეტელის და ლიუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, მანავის და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა