მამუკა ხაზარაძე - ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება, უნდა დავიცვათ ისტორიული ძეგლები, რომლითაც ვამაყობთ

"ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სვანეთის და ქვეყნის მტერი დღეს უმუშევრობაა, რომელსაც “ლელო” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაამარცხებს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ მესტიაში „ლელო საქართველოსთვის“ 30-ე რაიონული ორგანიზაციის გახსნის დროს განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანებიდან აცნობეს, მესტიაში “ლელოს” ლიდერებსა ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მესტიის პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

“სვანეთი არის ის ადგილი, სადაც მოსახლეობა ყოველთვის იცავს ადათ-წესებს. ეს არის ადგილი, სადაც მტერი ვერასდროს ვერ შემოვიდა და ახლა ჩვენი მტერი უმუშევრობა და სიღატაკეა, ამიტომ ახლა გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ ვაჯობოთ იმას, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთ ჭაობურ და გაჩერებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება. უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ძეგლებს, რომლითაც ვამაყობთ ქართველი ხალხი”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, კანონი მაღალმთიანი სოფლების შესახებ, რომელიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს, არ ვრცელდება სვანეთის სასტუმროებზე, რაც პრობლემაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

“საგადასახადო შეღავათებზე კანონის გაუმართაობა არის შეცდომა, რადგან თანამედროვე სასტუმროების ქსელის განვითარება მაღალმთიან ზონებში არის მნიშვნელოვანი, რომ დასაქმდეს მოსახლეობა. ზემო სვანეთში ცხოვრობს თავისუფლების მოყვარული ხალხი. სწორედ აქ გადაიდგმება ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ვხვდებით მესტიის მოსახლეობას და გვაქვს საინტერესო დიალოგი, ერთმანეთს ვუცვლით აზრს. საინტერესო შეთავაზებები გვაქვს, რომ სვანეთი განვითარდეს და სრულიად სხვა ცხოვრების სტილი შეიქმნას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სვანეთი იგრძნობს სარგებელს სახელმწიფოსგან და ამ ცვლილების მექანიზმს ჩვენ შევთავაზებთ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო