დევნილთა სააგენტოში თბილისში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიღება გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს კიდევ 251 დევნილ ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დირექტორის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ.

სააგენტოში გამართულ მიღებაზე, კომისიის წევრები დევნილ ოჯახებს დეტალურად განუმარტავენ, ამ ეტაპზე, რის საფუძველზე ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი. ბინები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ქულების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ.

თბილისის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით, დევნილი ოჯახების მიღება დღეს დაიწყო და 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა