ესპანეთის საგარეო უწყება - აია-სოფია კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის ნაწილად უნდა დარჩეს

ესპანეთის საგარეო უწყების პოზიციით, აია-სოფიას ტაძარი კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის ნაწილად უნდა დარჩეს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონსალეს ლაიამ ანკარაში, თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრეთ აია-სოფიაზე, ამ ძეგლზე, რომელიც კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის ნაწილია. მე მინისტრს განვუცხადე ჩემი სურვილი, ესპანეთის სურვილი, რომ ის დარჩეს საერთო სახლად, რომელიც მასპინძლობს მუსლიმებს, მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და კათოლიკეებს, როგორც საერთო მემკვიდრეობის სიმბოლო, რასაც აია-სოფია ჩვენთვის ყველასთვის წარმოადგენდა. მოხარული ვარ, თურქეთის მიერ გამოთქმული სურვილის გამო, პატივი სცეს „იუნესკოს“ პირობებს ისე, რომ ეს ძეგლი კვლავ იყოს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის ნაწილი“, - განაცხადა არანჩა გონსალეს ლაიამ.

შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში თურქეთის სასამართლომ აია- სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა. 10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა