გიორგი პერტაია - ნებისმიერ კონფლიქტში, ბიზნესი არის ადამიანებს შორის კომუნიკაციის აღდგენის  ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება

ძალიან მნიშვნელოვანია „მშვიდობის ფონდის“ მიერ ბიზნეს პროექტების მხარდაჭერა გამყოფ ხაზებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რაც მისცემს შესაძლებლობას ამ ადამიანებს დაიწყონ ვაჭრობა ერთმანეთში და გაუჩნდეთ დამატებითი ფულადი შემოსავალი - ამის შესახებ სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ დღეს, „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი პერტაიას თქმით, პროგრამას მოტივაციის ნაწილში არ ექნება პრობლემები და ეყოლება საკმაოდ ბევრი ბენეფიციარი, გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ბევრად მოტივირებულები არიან იცხოვრონ ეკონომიურად უკეთ, რადგან ისინი საკმაოდ იზოლირებულები არიან და ძალიან ბევრ სიკეთეს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თუნდაც ჯანდაცვის, განათლების კუთხით და ა.შ. ისინი სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ ადგილზე და უწევთ გამყოფი ხაზის გადმოკვეთა.

,,ისტორია აჩვენებს, რომ ნებისმიერ კონფლიქტში, ბიზნესი არის ადამიანებს შორის კომუნიკაციის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება, რადგან ვაჭრობა არ ჩერდება. არსებობს ძალიან ბევრი მაგალითი მსოფლიოში, თუნდაც მოვიყვანოთ ერგნეთის მაგალითი ჩვენ შემთხვევაში. რეალურად, ბიზნესის კეთება არის კომუნიკაცია იმისათვის, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საზოგადოება ერთმანეთს დაუახლოვდეს, საერთო ინტერესები გაჩნდეს და ბიზნესი თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენონ. მათ აქვთ ინტერესი, რომ მოგება ნახონ და ეს არის საშუალება, სადაც ერთმანეთში თანხმდებიან. სწორედ ამიტომ, პალატა მხარს უჭერს ამ პროგრამის განხორციელებას და რეგიონული წარმომადგენლების, წევრების დახმარებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კონტაქტს მაქსიმალურად პროგრამის ხელშეწყობისთვის’’, - აცხადებს გიორგი პერტაია.

ფონდის დამფუძნებლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საპარტნიორო ფონდი არიან. პროგრამა USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო