მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის დიაგნოსტიკა ადვოკატისა და სპეციალისტის დასწრების გარეშე არ გაბედონ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ადვოკატის და შესაბამისი სპეციალისტის თანდასწრების გარეშე გარდაცვლილი ქალის მანქანის დიაგნოსტიკა „არ გაბედონ“. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, სწორედ ავტომობილის დიაგნოსტიკაზე არის დამოკიდებული მომავალი გადაწყვეტილებები.

„როგორც კი გამოძიება მაგას ჩემს გარეშე გაბედავს და გადადგამს მაგ ნაბიჯს ჩათვალეთ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფოს, ხელისუფლებას, დაეკისრება ყველას. პირადად მე, გამომძიებელს ვუთხარი და დავაფიქსირე, რომ არცერთი ექსპერტიზა, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი უჩემოდ, ჩემი თანდასწრებით და არა მხოლოდ ჩემი თანდასწრებით, სპეციალისტის, ვერ გაბედავენ და არც გაბედონ, რომ ამდაგვარი ქმედება განახორციელონ. ზუსტად მაგ დიაგნოსტიკაზე მაქვს მისაღები ჩემი ძალიან ბევრი გადაწყვეტილება და ინფორმაცია. ასეთი რაღაც არც გაბედონ. კარგად იცის გამომძიებელმა გიამ და ახლა, საჯაროდ მივმართავ, არც იფიქრონ მაგაზე. კარგად გაიხსენონ ჩვენი შეხვედრა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა